გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი მაჭავარიანი მოსახლეობას შეხვდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი, სოფელ ზიარსა და ფხოველში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის აზრი უმნიშვნელოვანესია ქალქის განვითარების თვალსაზრისით.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები სოფელ ზიარსა და ფხოველში მქონდა. შეხვედრებზე ადგილობრივებმა საკუთარ პრობლემებზე, საჭიროებებსა და განვითარების იდეებზე ისაუბრეს. მოსახლეობასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ მნიშვნელოვანია თითოეული გურჯაანელის ხმის მოსმენა. მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვისას მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.