გიორგი ალადაშვილი ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო

მართლმადიდებლური სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ლაგოდეხში, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
საზეიმო წირვა აღავლინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიების დროებითმა მმართველმა, მეუფე თეოდორემ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, წირვას ადგილობრივ მრევლთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, სამცხე – ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი და ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.