გიორგი სააკაძის მოედანზე მდებარე კორპუსების ეზოებში სამუშაოები დაიწყო

თელავში, დაიწყო გიორგი სააკაძის მოედანზე მდებარე N1, N2 და N3 კორპუსების ეზოებში კეთილმოწყობის პროცესი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ეზოებში ასფალტის საფარის სრულად განახლება.
სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება შეადგენს 111 132 ლარს.