კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს 2023 წელი და დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
- რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდის მიერ 2024 წელს მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი პროექტები;
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრების გეგმა – გრაფიკი;
- სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის მიზნით, მუდმივმოქმედი კომისიების მიერ შესწავლილი ზარალის ოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.