გიორგი ალადაშვილმა სტუდენტებს აშშ-ში, სწავლის პერიოდში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში FLEX Alumni გრანტის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ორგანიზაცია MinDoor-ის მიერ ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: “ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება” ახალგაზრდებში.

შეხევდრას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, როგორც FLEX Alumni პროგრამის უშუალო მონაწილე. გიორგი ალადაშვილმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სწავლის პერიოდში მიღებული, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატებები უსურვა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართული სასწავლო ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ისეთი უნარების განვითარება, რომელიც მოთხოვნადია დასაქმების ბაზრისთვის. პროგრამა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს დაგეგმონ  კარიერული მიზნები და ადეკვატურად შეაფასონ ადამიანური რესურსები.