გიორგი ალადაშვილმა ნინოობის დღესასწაული საზოგადოებას ბოდბის მონასტრიდან მიულოცა

27 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღესრულება. ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ბოდბეში, სადაც მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან.
წირვას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად დაესწრო, ხოლო ნინოობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას ბოდბის მონასტრიდან მიულოცა.
“დღეს ქრისტიანული სამყარო და სრულიად საქართველო ავღნიშნავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს – ნინოობას. ბოდბის მონასტრიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს,” – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
წირვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნინოობის დღესასწაული აღინიშნება ორჯერ, მისი გარდაცვალების დღეს, 27 იანვარს და საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს, 1 ივნისს.