კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად განიხილა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით მოსავლის აღების პროცესი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტებში ალოობა და ატმის სეზონი მიმდინარეობს და მოსავლის აღების პროცესში არ ფიქსირდება შეფერხებები. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილების დელეგირებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არჩილ თხლაშიძე.