გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა მუნიციპალიტეტების მერებთან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილ ვადებში შესრულების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და მთის ფონდით გათვალისწინებულ პროექტებს.
განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, ასევე სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ხორციელდება რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერის მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები პლატონ კალამახელიძე, გივი მეტრეველი და ლევან ლილუაშვილი.