გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
– რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი შესრულების ვადები გეგმა – გრაფიკის შესაბამისად;
– სოფლის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა;
– სოციალური მიმართულებით არსებული საჭიროებები;
– დასუფთავების საკითხები.
კახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და ლევან ლილუაშვილი.