კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, გიორგი ალადაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას და მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, მატჩების შეუფერხებლად და ორგანიზებულად ჩვენებისთვის.
„ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გაახარა სრულიად საქართველო. მადლობა მათ და მადლობა თქვენ, ასევე, მადლობა ყველა შესაბამის სამსახურს, კულტურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს, ვინც მატჩების საჯარო ჩვენებებისთვის მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პირდაპირი ტრანსლაციის ორგანიზებისა და ოპერატიულად გაშუქების პროცესში. უამრავ გულშემატკივარს რვავე მუნიციპალიტეტში, მიეცა შესაძლებლობა ერთად ექომაგათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელმაც საოცარი წუთები გვაჩუქა „EURO-2024“–ზე ასპარეზობის დროს“, – გიორგი ალადაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგითგათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები; სოციალური საკითხები; მიმდინარე თვეში ჩასატარებელი კულტურული ღონისძიებები; დასუფთავების საკითხები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები.