გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველები, კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე და ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონის წარმომადგენელი სოფიო აივაზაშვილი ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

-მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ენერგო და კომუნიკაციების სფეროებში;

-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შესრულების ვადები გეგმა – გრაფიკის შესაბამისად;

-მოახლოებული ახალი წლის დღეების საორგანიზაციო საკითხები და მზადების პროცესის მიმდინარეობა მუნიციპალიტეტებში.

მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.