გიორგი ალადაშვილმა, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის სააგენტო დაათვალიერა.

მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში, რომელიც 2021 წლიდან ფუნქციონირებს და კახეთის რვა მუნიციპალიტეტს ემსახურება, იმყოფებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააგენტოს დირექტორთან თეიმურაზ ზავრაშვილთან ერთად დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა და განახლებული ავტოპარკი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სააგენტომ დამატებით 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა.