კახეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დაბადების დღე მიულოცა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიების დროებით მმართველს, მეუფე თეოადორეს.
“მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიების დროებით მმართველს, მეუფე თეოდორეს, დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს!
ვუსურვებ მხნეობას, მშვიდობას და დღეგრძელობას.
მეუფე თეოდორეს ღვაწლი განუზომელია. მისი თავდაუზოგავი შრომა და მოღვაწეობა მიმართულია ეპარქიების გაძლიერებისა და მრევლის სულიერი გამტკიცებისკენ.
დღეგრძელი იყოს მეუფე თეოდორე!” – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი