კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღსანიშნავია, რომ ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილ ვადებში შესრულების მნიშვნელობაზე.
ინფრასტრუქტურული მიმართულების გარდა, ასევე იმსჯელეს სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე და მიზნობრივ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება რეგიონის მოსახლების მხარდასაჭერად.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი და ლევან ლილუაშვილი.