გიორგი ალადაშვილმა და ლევან ანდრიაშვილმა მედპერსონალს დედის დღე პირადად მიულოცეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედპერსონალს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად დედის დღე მივულოცე თელავის ორი სამშობიარო სახლის მედპერსონალს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ასეთი მნიშვნელოვანი სიცოცხლის ზეიმის მონაწილეა.

გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ წარმატებებს, როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.