კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში კახეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ კახეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო პერსონალი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, რომლებმაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
სიტყვით გამოსვილისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექიმებს მადლობა გადაუხადეს რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტების მერებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ქალბატონებს თაიგულები გადასცეს და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.