გიორგი ალადაშვილმა და ირანის ელჩმა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე.

როგორც შეხვედრაზე ირანის ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ტურისტულ ადგილებს თითქმის ოთხივე სეზონზე სტუმრობენ ვიზიტორები ირანიდან.

მხარეებმა ასევე, საერთო მიმართულებები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.