დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი შეხვდა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე, რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა ისაუბრეს კახეთის რეგიონში უკვე განხორციელებულ, ერთობლივ პროექტებზე, ხაზი გაესვა ადგილობრივი ფილიალების საქმიანობას, ასევე, საუბარი შეეხო ადგილობრივი თემების საჭიროებებს შემდგომი, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს – საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო სამადალაშვილმა, თელავის ფილიალის ხელმძღვანელმა, ნინო გიგილაშვილმა და ნორვეგიის წითელი ჯვრის აგდერის რეგიონის ადგილობრივი ფილიალების წარმომადგენლებმა, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პრიორიტეტები განსაზღვრეს და შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.