გიორგი ალადაშვილი კახეთის რეგიონის საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, შეხვდა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და იმსჯელეს მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე. საუბარი შეეხო ასევე, სოციალურ/ეკონომიკური და კულტურულ/საგანმანათლებლო მიმართულებებით არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული საჭიროებები და შეთანხმდნენ მათი მოგვარების გზებზე.