გიორგი ალადაშვილი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოების გეგმაგრაფიკის შესაბამისად შესრულების ვადები;

სოციალური საკითხები;

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საორგანიზაციო, სამუშაო პროცესები.

მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ.