თელავში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, ოჯახთან, სასულიერო პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მასშტაბურად აღინიშნა 17 მაისი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.
შეგახსენებთ, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით დაწესდა 2014 წელს.