გიორგი ალადაშვილი თბილისში გამართულ სახალხო ზეიმს მეუღლესთან ერთად დაესწრო

15 დეკემბერს, თბილისში სახალხო ზეიმი გაიმართა, რომელიც უკავშირდებოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. თბილისში გამართულ სახალხო ზეიმს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მეუღლესთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და რვავე მუნიციპალიტეტიდან ჩასულ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. სცენაზე მიიწვიეს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.