დღეს, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივ მრევლთან ერთად, საზეიმო წირვას დაესწრნენ ვეჯინის ამაღლების სამონასტრო კომპლექსში.
წირვა ჩაატარა ვეჯინის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანემ.