გიორგი ალადაშვილი და გივი ზაუტაშვილი საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

უწყების ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, გივი ზაუტაშვილთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სოფელ ბალღოჯიანში და სოფელ შილდაში აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. რაც შეეხება სოფელ ბაღლოჯიანს, დაგეგმილია 3 კმმდე ასფალტის საფარის დაგება, ხოლო სოფელ შილდაში, პროექტის თანახმად, 860 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი დაიგება“, – აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.