გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, გაიხსნა ახლად რეაბილიტირებული ახალგაზრდული ცენტრი.
ღონისძიებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი მაჭავარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს სპორტისა და ხელოვნების წრეები, ჭადრაკის კლუბი, ასევე, განთავსდა სპორტული სატრენაჟორო სივრცე. აღსანიშნავია, რომ შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
ცენტრის რეაბილიტაციის პარალელურად, პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 270 000 ლარი.