გიორგი ალადაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორის მოსახლეობას შეხვდა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი თვიმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

სოფელ ხადორის მოსახლეობამ მოსაგვარებელ, პრიორიტეტულ საკითხად, გარე განათების ქსელის მოწესრიგება დაასახელა.

სოფელ ხადორში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არჩილ თხლაშიძე იღებდნენ მონაწილეობას.