დღეს, სოფელ გავაზში აღინიშნა სახალხო დღესასწაული „ყველაწმინდობა,“ რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სპორტული ღონისძიებები ქართულ ჭიდაობაში.
გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები პირადად გადასაცა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა.
“ღონისძიებას დავესწარი პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან, გავაზისა და კუჭატნის თემის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, სპორტსმენებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. გამარჯვებულ სპორტსმენებს გადავეცი სიგელები, თასები და მედლები,” – განაცხადა გივი ზაუტაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტსმენება სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვეს გამარჯვება:
55 კგ. – I ადგილი – ცოტნე ფხიკიძე, II ადგილი – ჯაბა ლუხოშვილი;
60 კგ. – I ადგილი – გიორგი იმერლიშვილი, II ადგილი – ელდარ ბახბახაშვილი;
66 კგ. – I ადგილი – საბა თუშიშვილი, II ადგილი – გიორგი რცხილაძე;
73 კგ. – I ადგილი – გიგა მრელაშვილი, II ადგილი – მურად გაზიმაგამედოვი;
81 კგ. – I ადგილი – დავით ბახბახაშვილი, II ადგილი – ზურაბ სირაძე;
აბსოლუტური – I ადგილი – გიორგი მულაძე, II ადგილი – დავით ბახბახაშვილი.