დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, გამართა სამუშაო შეხვედრა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.