დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები.
“დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, ადმინისტრაციულ ერთეულებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.