გივი ზაუტაშვილმა ახლად რეაბილიტირებული მთავარი ბიბლიოთეკა დაათვალიერა

დღეს, ახლად რეაბილიტირებული მთავარი ბიბლიოთეკა დაათვალიერა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
გივი ზაუტაშვილი ასევე დაესწრო მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების მკითხველების წარმოდგენას, რომელზეც ბავშვებმა განასახიერეს სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟები.
მერთან ერთად ახლად რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ ყვარლის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მათიკაშვილი და ა(ა)იპ კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი.