ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი 2025 წელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიულოცა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული პოლიციის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსა და საავადმყოფოს მედპერსონალს, “სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის” თანამშრომლებს.