ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო სოფელ წიწკანაანთსერში, საბუესა და გრემში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოწესრიგება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ წიწკანაათსერში პირველ უბანზე დაგეგმილია 1185 მეტრი ასფალტის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 557 829 ლარია.
საბუეში “ფიქალებთან” მისასვლელ გზაზე დაიგება 1 384 მეტრი ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 501 910 ლარს.
ორივე პროექტი დასრულდება 2026 წელს.
სოფელ გრემში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, მოეწყობა 972 მეტრი ასფალტი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. სამუშაოების ღირებულება 366 698 ლარია.
შეგახსენებთ, რომ პროექტები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.