გივი ზაუტაშვილი ყვარელში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს პირადად დაესწრო

დღეს, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა ყვარელში, სადაც გამართულ ღონისძიებებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი პირადად დაესწრო.
“ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დავესწარი ჩემს მოადგილე გიორგი ქოქიაშვილთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად,” – აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და უფროსი თაობის წარმომადგენლები. გაიმართა კონცერტი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული სამოსის დღე საქართველოში აღინიშნება 2016 წლიდან.