გივი ზაუტაშვილი სრულად უჭერს მხარს ყვარელში სპორტის პოპულარიზაციას

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ყვარლის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორთან ლაშა ბეუქლიშვილთან ერთად, შეხვდა თავისუფალი ჭიდაობისა და კრივის სექციების მწვრთნელებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გივი ზაუტაშვილმა თითოეულ მათგანს გადაუხადა მადლობა სპორტული მიღწევებისთვის. საუბარი შეეხო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა სასპორტო სკოლის წარმომადგენლებს მზადყოფნა გამოუცხადა სრული მხარდაჭერისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, სპორტული ინვენტარი გადასცა და წარმატებები უსურვა, როგორც თავისუფალი ჭიდაობის წარმომადგენლებს, ასევე კრივის მწვრთნელებსა და სპორტსმენებს.