გივი ზაუტაშვილი სოფელ შოროხსა და თივში ადგილზე გაეცნო მოასფალტების პროცესს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შოროხსა და სოფელ თივში, მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მოადგილეებთან ერთად, ადგილზე გაეცნო შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შოროხში 898 მეტრი სიგრძის გზაზე ეწყობა ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით. პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ღირებულება შადგენს 464 737 ლარს.
სოფელ თივში ასფალტის საფარი რკინა-ბეტონის კიუვეტებით იგება 774 მეტრი სიგრძის გზაზე. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 450 490 ლარია.