ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საბუესა და გრემში ადგილზე გაეცნო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მიმდინარე სამუშაოებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის პროცესი.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საბუესა და გრემში, მოადგილებთან ვალერი გოქსაძესთან და გიორგი ქოქიაშვილთან ერთად, ადგილზე გავეცანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს.
სოფელ საბუეში, “ფიქალებთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1384 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი არის გარდამავალი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 501 910 ლარს შეადგენს.
სოფელ გრემში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 972 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 366 698 ლარს შეადგენს,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.