გივი ზაუტაშვილი პირადად დაესწრო სპექტაკლის პრემიერას – „ლაზარეს აღდგინება”

დღეს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მათიკაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით, წარმოადგინა სპექტაკლის პრემიერა – „ლაზარეს აღდგინება.”
შეგახსენებთ, რომ პიესის ავტორია გოჩა კოლხი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან, ერთად ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 31 მაისს, ყვარლის სახალხო თეატრის ერთგულ მაყურებელს, კვლავ ექნება შესაძლებლობა ნახოს სპექტაკლი – „ლაზარეს აღდგინება,” დასაწყისი 17:00 საათზე.