დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი შეხვდა მოქალაქეებს და მოისმინა მათი საჭიროებები.
“შევხვდი მოქალაქეებს, რომლებმაც გამაცნეს საკუთარი საჭიროებები, ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვისა და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თითოეულ მოქალაქეს ჩემგან ექნება მხარდაჭერა და დახმარება შესაძლებლობის ფარგლებში,” – აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი დღე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.