დღეს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, გაიმართა ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი, რომელსაც დაესწრნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ანსამბლმა მაყურებლის წინაშე წარადგინა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია “წუთისოფელი,” რომლის ავტორი და მთხრობელია თემურ ჭკუასელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც მოწვეული სტუმრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.