გივი ზაუტაშვილი თვითნასწავლი ხელოვანის გელა ლეკიშვილის შემოქმედებას გაეცნო

დღეს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, თვითნასწავლი შემოქმედის – გელა ლეკიშვილის ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელოვანი ცხოვრობს სოფელ სანავარდოში და მისი შემოქმედება ემსახურება, ქართული იდენტობის, ხასიათის, ქვეყნის ისტორიის განსხვავებული და თანამედროვე კუთხით წარმოჩენას.
აღსანიშნავია, რომ გელა ლეკიშვილის შემოქმედების გამოფენის იდეა, მიზნად ისახავს უცნობი ხელოვანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და ახალი ნამუშევრების პოპულარიზაციას.