თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.
მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს პერმამენტულად უტარდება მონიტორინგი.
იმისთვის, რომ გზების რეაბილიტაცია ხარისხიანად და მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად განხორციელდეს, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ წინანდალში იმყოფებოდნენ, სადაც შიდა საუბნო გზის (აბანოს უბნის), რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი აზრი მოისმინეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შიდა საუბნო გზის(ბუიშვილების უბანი) რეაბილიტაცია დაიწყო ასევე სოფელ ქვემო ხოდაშენში, რომლის მიმდინარეობასაც თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში 574მ გზის მონაკვეთი მოასფალტდება, მოეწყობა ორმხრივი სანიაღვრე სისტემა.