გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით კულინარიის მასტერკლასი ჩატარდა

თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ჩატარდა კულინარიისა და კონდიტერიის მასტერკლასი.
ღონისძიებას უმასპინძლა თელავის პროფესიულმა კოლეჯმა “პრესტიჟმა” და მასში მონაწილეობა მიიღეს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებმა.
კოლეჯის წარმომადგენელმა ნატო დაღუნდარიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამები და ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
შეგასხსენებთ, რომ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით მთელი თვის განმავლობაში ტარდება სხვადსხვა სახის ღონისძიება.