განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს თელავის მერიამ ეტლები გადასცა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 17 ბენეფიციარს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების გადაადგილებისათვის განკუთვნილი ეტლები გადაეცათ.

მერიის ცნობით, ეტლების გადაცემის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშილთან ერთად დაესწრო.

ახალი და თანამედროვე ეტლები ბენეფიციარებს უსასყიდლო სარგებლობის უფლებითა და განუსაზღვრელი ვადით გადაეცათ.

საქველმოქმედო აქცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ LDS Charities და საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,, განახორციელეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ ორგანიზაციებთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ჯამში, ბენეფიციარებზე 122 ეტლია გაცემული.