ბექა დავითულიანი კახეთში სამუშაო ვიზიტით გიორგი ალადაშვილს შეხვდა

დღეს, კახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი, რომელიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კახეთის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუბერნატორმა სტუმარს მიულოცა მინისტრის მოადგილედ დანიშვნა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ბექა დავითულიანმა და გიორგი ალადაშვილმა ისაუბრეს მომავლის გეგმებსა და პერსპექტივებზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობაზე.