„ბავშვის გაჩუმება სმარტფონით“ – მშობლების შეცდომა

დღესდღობით ინტერნეტდამოკიდებულება სოციალურ მოვლენად იქცა და დაავადებათა საერთაშორისო რეესტრშიც კი არის შეტანილი, როგორც არაქიმიური ადრენალინური დამოკიდებულება. მოზარდი თამაშის ან გასართობი კონტენტის ყურებისას იღებს დოფამინის დოზას, სიხარულისა და ბედნიერების მომენტებს და სწრაფად ხდება მასზე დამოკიდებული.

თუ სიამოვნების სხვა წყაროები არ არსებობს, მაშინ სმარტფონის გამოყენება კრიტიკულად საშიში ხდება, დამოკიდებულების რისკი იზრდება. მარტოსული ბავშვები, ასევე ფსიქოლოგიური პრბლემების მქონენი რეალობისგან თავის დაღწევას სწორედ ამ გზით ცდილობენ.

დღევანდელი მშობლების თაობა გაჯეტების გარეშე გაიზარდა. ამიტომ ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, როგორ იპყრობს ბავშვის გონებას გაჯეტი და რამხელა გავლენა აქვს მასზე. ასეთ დროს უბრალოდ ამკრძალავი ტონი უძლურია.

მაგალითად, დედა შეუთანხმდა პატარას: უყურებ მულტფილმების ორ სერიას და მერე გამოვრთოთ“. მაგრამ დრო გადის და ბავშვი მოითხოვს გაგრძელებას. ასე მუშაობს დოფამინის ხაფანგი, ის განიცდის მულტფილმებისგან მინიჭებულ სიამოვნებას. მშობლებს, ბებიებს თუ ძიძებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა და კვლავ სმარტფონით „ამშვიდებენ“ ბავშვს.

კიდევ ერთი სიტუაციაა, როდესაც დედას დრო არ აქვს, ის დაღლილია, სმარტფონს აძლევს, რომ მოკლე შესვენება მიიღოს. მაგრამ ყოველ ჯერზე ბავშვი დაჟინებით მოითხოვს, მეტი დრო დაუთმოს ასეთი დასვენებისთვის.

როგორ ავიცილოთ თავიდან ან დროულად როგორ შევაჩეროთ ბავშვის გაზრდილი ინტერესი სმარტფონის მიმართ?

გაჯეტებთან ურთიერთობისას უნდა არსებობდეს მკაფიო წესები.

  1. არ შეიძლება ბავშვის გაჩუმება გაჯეტით. 4-5 წლის ასაკიდან უნდა აუხსნათ, რომ მულტფილმები საინტერესოა, მაგრამ შეიძლება შეეჩვიოს და მასზე დამოკიდებული გახდეს. პატარასთან ასეთი საუბარი დაგეხმარებათ, უფრო შეგნებულად გამოიყენოს სმარტფონი ან პლანშეტი.
  2. როცა მშობლებს სახლში უწევთ გაჯეტთან მუშაობა, უმჯობესია დარწმუნდნენ, რომ ბავშვი ამას ვერ ხედავს. ამ დროს სხვა ოთახში ან კაფეში გადით. თუ არ გვინდა, ბავშვი ტელეფონს შეეჩვიოს, მაშინ აუცილებელია, რომ ოჯახის ზრდასრულ წევრებსაც არ ხედავდეს გაჯეტით ხელში. ბავშვები ხომ ჩვენს ქცევას იმეორებენ. ბავშვს უჭირს გაგება, რატომ ეკრძალება სმარტფონთან დიდი დროის გატარება, თუ ამას მისი მამა ან უფროსი ძმა აკეთებს. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მთელი ოჯახი სხვანაირად ერთობა ერთად. ვსადილობთ, გავდივართ სასეირნოდ. ჩვენ ვსაუბრობთ ტელფონებზე, მაგრამ საათობით არ შევცქერით მას.
  3. ბავშვი ინტერნეტში უკონტროლოდ არ უნდა დავტოვოთ. ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი უყურებს იმდენს, რამდენიც თქვენ მას დაჰპირდით, ხოლო მოზარდი მზად უნდა იყოს, რომ თავად გააკონტროლოს დრო.

ფსიქოლოგების აზრით, აუცილებელი არ არის აკრძალვა, არამედ თანდათან ჩამოყალიბდეს სწორი ჩვევა, მიიღოთ ზომები დროულად, როცა ბავშვმა იცის, რომ საფრთხე ემუქრება.

არსებობს დამოკიდებულებასთან გამკლავების ეფექტური ტექნიკა, რომელსაც „ციფრული დეტოქსი“ ჰქვია. ოჯახი თანახმაა გაატაროს გარკვეული დრო გაჯეტების გარეშე. ფსიქოთერაპევტის თქმით, ეს ადვილი არ არის, მაგრამ დამოკიდებულების დაძლევაში დაგეხმარებათ. თუ დამოკიდებულება უკვე არსებობს, გაარკვიეთ, რაზეა ის დაფუძნებული. იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს დაუცველობისგან, სიხარულისა და ინტერესების ნაკლებობისგან რეალურ ცხოვრებაში.