ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, გაიმართა აბრეშუმის ფესტივალი, რომელსაც დაეწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალზე გაიმართა ადგილობრივად წარმოებული, აბრეშუმისგან დამზადებული კოსმეტიკის, საპნისა და პარკის გამოფენა – გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე რეწვის ოსტატებმა ჩაატარეს მასტერკლასები.
ფესტივალის ორგანიზატორია – საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაცია და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მხარდამჭერია – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია.