ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, “ხადორობა 2025” აღინიშნა.
“ხადორობას” კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, მოეწყო თექის და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა პარაკლისი აღავლინა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა სოფლის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ადგილობრივი ქველმოქმედი ლევან დავითაშვილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.