ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან, ბავშვებთან და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტს, საჩუქრად გადაეცა საახალწლო ილუმინაციები.
გარდა მთავარი ნაძვის ხის ანთებისა, ახმეტაში ასევე, ჩაირთო საახალწლო განათებები, რომლითაც მორთულია ქალაქის ქუჩები.