საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი (კმ25-კმ30) მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ თელავში გადის და თბილისის გზატკეცილს, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებს მოიცავს.
პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. გარდა ასფალტის საფარისა, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყლის მილსადენები. ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია მოსახელობის ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სახელმიწფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 849 534 ლარია. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე.