ახმეტაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, საზეიმოდ გაიხსნა განახლებული საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელსაც ესწრებოდნენ ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
“დავესწარი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში N1 საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას. საბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზე და შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ვულოცავ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს საბავშვო ბაღის განახლებულ ინფრასტრუქტურას,”– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საბავშვო ბაღის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ესწრებოდნენ.